აშშ-ის რამდენიმე შტატში სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, 58 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის რამდენიმე შტატში სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, 58 ადამიანი ემსხვერპლა –  ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ, წყალდიდობა ამინდთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში, პენსილვანიასა და კონექტიკუტში წყალმა ქუჩები, სახლები, მეტროპოლიტენის ხაზები დატბორა და ავტომობილები წაიღო. ქარიშხლის გამო, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.