ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის – არა

საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და შესაბამისად მგონი კითხვები აღარ არსებობს, რადგან ჩვენ განმარტება გავაკეთეთ ამის თაობაზე და მოსახლეობას ავუხსენით, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სესხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არის პრეზიდენტისთვის მთავრობის ეს გადაწყვტილება გაუგებარი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკმარისი ინფორმაცია არა აქვს.

„ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ვალზეა საუბარი და თუ როგორ არის ეს ვალები დიფერენცირებული, როგორ მთავრობს მთავრობს ამ საკითხს. ვფიქრობ, ძალიან გადაჭარბებული და გაზვიადებულია იმის თქმა, რომ თითქოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. კიდევ კარგი, რომ ეს სიტყვა შეცვალეთ და დახმარების ნაცვლად ვთქვით ვალი. დიახ, ეს იყო ვალი და სესხი. ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირის ვალი აღარ იყო საჭირო და რატომ? პირველი ის, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი, რომელიც არ შექმნის რაიმე პრობლემას. მეორე- ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და ნახეთ, როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ სესხით“, – განაცხადა პრემიერმა.