ზურაბ ჯაფარიძე – სუს-ი პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს

სუს-ი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქში, – ამის შესახებ ინფორმაციას „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე  სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა, სიიდან ამოღება, რადგან არ სურს, რომ პრობლემა შეექმნას სამსახურში ან ზოგადად.

ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე გასულ დღეებში.

არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებია სიაში არსებული ბაზებიდან მათი ნებართვის გარეშე.

გასაგები რომ იყოს, პარტიას სჭირდება სია ყველა საარჩევნო ოლქში ცალცალკე. სიის არ არსებობის შემთხვევაში, პარტია ვერ იღებს ხმას, ამასთანავე, იკარგება ოპოზიციური პარტიული ხმა და იზრდება „ოცნების“ პროცენტი ქვეყნის მასშტაბით.

არასოდეს აქამდე მსგავსი პრობლემა ჩვენთვის არ შეუქმნიათ.

აშკარად, ძალიან შეშინებული არიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გიშველით, მაინც გაგაუქმებთ”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.