„ტვ პირველი“ რომ არა, Facebook-ის იმედად ვიქნებოდი – სახელმწიფოს დაშინების და მუქარის სტრატეგია აქვს არჩეული – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს სახელმწიფო მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს და  უბრალოდ აშინებენ, ემუქრებიან, რათა პარტიაში არ გაწევრიანდნენ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს სახელმწიფოს ჩვენს წინააღმდეგ არჩეული აქვს შემდეგი სტრატეგია – იზოლაცია ფინანსებიდან, ეს არის ბიზნესზე მუშაობა. იზოლაცია ადამიანებიდან, უბრალოდ აშინებენ, ოჯახის წევრებს ემუქრებიან – არ მიხვიდეთ, არ გაწევრიანდეთ, კანდიდატები არ გახდეთ და იზოლაცია მედიიდან, ახლა თქვენ მეხმარებით, რომ მედია იზოლაცია გავარღვიოთ, მაგრამ მათ მიერ კონტროლირებადი ძირითადი მედიასაშუალებები ჩვენთვის დაკეტილია. გვაიგნორებენ და თქვენ რომ არ იყოთ, ფაქტობრივად, დავრჩებოდით დიჯიტალის და Facebook-ის იმედად“, – განაცხადა გახარიამ.