ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსზე 1 ოქროს, 18 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს

“MUNDUS VINI”-ის ზაფხულის დეგუსტაციაზე ქართული ღვინის კომპანიის – „მეღვინეობა პი” 2020 წლის საფერავმა ორმაგი ოქროს მედალი დაიმსახურა.

როგორც ღვინოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნული, ოქროს მედლები მიიღეს: „თელავის ღვინის მარანი” 5 ოქროს მედალი: ქინძმარაული 2020, საფერავი კონდოლი 2018, მუკუზანი 2019, სატრაპეზო ქვევრი 2018, რეზერვი 2012. „მეღვინეობა შუმი” 4 ოქროს მედალი: იბერიული ნაფარეული 2019, იბერიული ბიო რქაწითელი 2019, იბერიული მწვანე 2019, ვინობიზა საფერავი კაბერნე 2019. „ასკანელი ძმები” 2 ოქროს მედალი: რქაწითელი ქვევრი 2019, საფერავი ქვვერი 2019. „ნაბერაული” 2 ოქროს მედალი: საფერავი ძელშავი 2020, ტვიში 2020. „მეღვინეობა წერეთელი” – საფერავი ქვევრი 2019. “ყვარლის მარანი” – მუკუზანი. “დუგლაძეების ღვინის კომპანია” – საფერავი რეზერვი 2015; „მეღვინეობა ხარება” – საფერავი 2017; “რთველისი” – მუკუზანი 2019; ვერცხლის მედლები: „ასკანელი ძმები” 2 ვერცხლის მედალი: ცქრიალა ღვინო 2019, მუკუზანი პრემიუმი 2019. „მეღვინეობა ხარება” 2 ვერცხლის მედალი: მწვანე 2020, იმერული ციცქა 2020. „რთველისი” – საფერავი 2019; „მეღვინეობა შუმი” – ვინობიზა წინანდალი პრემიუმი 2019. “ნაბერაული” – ცოლიკოური 2020; “თელავის ღვინის მარანი” – სატრაპეზო საფერავი 2018.

მსგავს პრესტიჟულ კონკურსში წარმატება ქართული ღვინოების მაღალი ხარისხით არის განპირობებული. “MUNDUS VINI”-ის ზაფხულის დეგუსტაციაში მსოფლიოს 35 ქვეყნდან 4500 ღვინო მონაწილეობდა.