კოტე მახარაძე იუბილარია-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში!

1926 წლის 17 ნოემბერს დაიბადა კოტე მახარაძე — აღიარებული მსახიობი, სპორტული კომენტატორი, ტელე-ჟურნალისტიკის პედაგოგი, ერთი მსახიობის თეატრის „ვერიკოს“ დამაარსებელი. თავისი საქმის უბადლო მცოდნე, შესანიშნავი პიროვნება და დიდი ოჯახის თავკაცი…

ძნელია თქვა კოტე მახარაძეზე რამე ახალი, მას საკმაოდ კარგად იცნობს საზოგადოება.

              პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და იქ, ზეციურ საქართველოში ვულოცავთ დაბადების დღეს! 

კოტე მახარაძე

-“გინდათ, ჩემი ოცნება გაგიმხილოთ, რომელსაც ალბათ ვერ მოვესწრები? მე მინდოდა შემექმნა კოტე მახარაძის დიდი თეატრალური სასწავლებელი – სადაც ბალეტს მაკა ასწავლიდა, იმას სოფიკო, ამას ის, იმას ეს… რომ ამ ხალხს შეექმნა მომავალი თაობის მოქალაქეები, მომავალი თაობის არტისტები. მე მინდა, რომ ჩემიანები, მინდვრის ყვავილებივით ყველგან მოეფინონ…”

https://www.youtube.com/watch?v=CCuVGeRqKrQ

კომენტარის დატოვება