თუ ვაქცინაციის კუთხით ასეთი სტაბილურობა შენარჩუნდება, წლის ბოლოსთვის შეგვეძლება ვთქვათ, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იქნება – ივანე ჩხაიძე

თუ ვაქცინაციის კუთხით ასეთი სტაბილურობა შენარჩუნდება, წლის ბოლოსთვის შეგვეძლება ვთქვათ, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იქნება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ  განაცხადა.

„მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ ეს მაჩვენებელი, დღეში 23 ათასი ვაქცინირებული შენარჩუნდეს. Pfizer-ის ვაქცინით მომარაგების თვალსაზრისით არანაირი დაბრკოლება არ იქნება. ასევე, ვიცით, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები Sinopharm-ი და Sinovac-ი საქართველოში შემოვა.

ერთი ახალი ვაქცინა, რომელსაც უკვე რეალურად ველოდებით, თუმცა მცირე რაოდენობით, ეს არის Johnson and Johnson-ი. თუ ასეთი სტაბილურობა შენარჩუნდება, წლის ბოლოსთვის შეგვეძლება ვთქვათ, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 60% იქნება ვაქცინირებული“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.