არასერიოზულია, უკვე მე-7 ანონსია მისი მხრიდან გაკეთებული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

არასერიოზულია, უკვე მე-7 ანონსია მისი მხრიდან გაკეთებული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“არასერიოზულია. უკვე არის მე-7 ანონსი გაკეთებული მისი მხრიდან საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერც ერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებები იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც დღემდე ქართულ პოლიტიკაში ახორციელებს ქართველი ხალხის ხარჯზე მოპარული ფულის ინვესტირებას. მას აქვს ასეულობით მილიონი წაღებული საქართველოდან და დღემდე აბანდებენ ამ ფულს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ეს ინვესტიციებიც არის წარუმატებელი. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი თავისი სამარცხვინო პოლიტიკური პარტიით,” –განაცხადა კობახიძემ. .

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით პირადად ჩამოვა არჩევნებისთვის საქართველოში და არ ეშინია დაპატიმრების.

,,პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში” – აღნიშნა სააკაშვილმა ,,ფეისბუქზე” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.