“ჩვენ ტერორისტები არ ვართ” – ამ ლოზუნგით პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

“ჩვენ ტერორისტები არ ვართ” – ამ ლოზუნგით პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. დაკავებულების ოჯახის წევრები და ადგილობრივების ნაწილი სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს უნდობლობას უცხადებენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა პანკისის ხეობის სამ სოფელში სპეცოპერაცია რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა.შედეგად დააკავეს 5 პირი, მათ ტერორიზმის ხელშეწყობა ედებათ ბრალად. დაკავების შემდეგ, სუს-მა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირთან დაკავშირებით ვიდეო-აუდიო მასალა გაასაჯაროვა.