თუ სექტემბერსა და ოქტომბერში დაახლოებით მილიონი აცრა გვექნება, ოქტომბრის ბოლოს ეპიდემიას წელში სერიოზულ გავტეხავთ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ სექტემბრის თვვეში აცრილთა რაოდენობა დაახლოებით მილიონს მიაღწევს, უკვე ოქტომბრის ბოლოს „ეპიდემიას წელში სერიოზულ გავტეხავთ“.

მისივე თქმით, აგვისტოში ვაქცინაციის დღიური საშუალო მაჩვენებელი 23 000 იყო და ეს ციფრი სექტემბრის პირველი სამი დღე შენარჩუნდა, თუმცა შემდეგ შაბათ-კვირას ეს ოდნავ შემცირდა.

„გუშინ გვქონდა ისევ 24 000 მაგრამ, ზოგადად, საშუალოდ სექტემბრის (აცრილთა მაჩვენებელი) დღეს არის 21 000 – 22 000- ის ფარგლებში, რითაც რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილი. როდესაც ჩვენ ვუყურებთ ჯავშნების რაოდენობებს სამწუხაროდ, პირველ ჯავშანზე აქტიურობა თანდათან მცირდება და საჭიროა მეტი მოწოდება. მედიას, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოსახლეობას მაქსიმალურად მოუწოდოთ ვაქცინაციისკენ.

კვირას დამატებით კიდევ შემოვიადა ბოლო 400 000 დოზა „ფაიზერი“, ანუ შესრულდა ის მილიონახევარი დოზა. ამ მილიონნახევდრიდან დღეს, თავისუფალი გვაქვს 700 000 დოზა და დანარჩენი უკვე გამოყენებულია აცრისთვის ან დაჯავშნილია პირველი და მეორე აცრისთვის.

სექტემბერში, 700 000 დოზა ვაქცინა 350 000 ადამიანს ნიშნავს დამატებით. ძალიან გვინდა, რომ ოქტომბრის ბოლომდე ეს ათვისებული იყოს. ასევე გვინდა ათვისებული იყოს ის სხვა ვაქცინებიც, რომელიც გვაქვს ეს იქნება „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, თუ სინოვაკი“. ანუ, სულ რომ პესიმისტურად ვიყოთ, ძალიან მინდა, სექტემბერში იყოს დღეში იგივე 23 000 აცრა, მაგრამ ამავე დროს, კიდევ უფრო მეტად მინდა იყოს 30 000.

ხშირად ვამბობ, რომ თუ სექტემბერში გვექნება დაახლოებით მილიონი აცრა და იგივე ოქტობერშიც, ჩვენ ოქტომბრის ბოლოს ეპიდემიას წელში სერიოზულ გავტეხავთ“, – აცხადებს გამყრელიძე.