მე ვარ რეგიონული ლიდერი, რამდენი ქართველია, გიორგი სააკაძის შემდეგ, რომელიც ორ ქვეყანაში იყო უმნიშვნელოვანესი ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი

მე ვარ რეგიონული ლიდერი, რამდენი ქართველია, გიორგი სააკაძის შემდეგ, რომელიც ორ ქვეყანაში იყო უმნიშვნელოვანესი ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე ვარ რეგიონული ლიდერი. ყველას დიდი პატივისცემის მიუხედავად, რამდენი ქართველი იყო, გიორგი სააკაძის შემდეგ, რომელია ქართველი, რომელიც ორ ქვეყანაში იყო უმნიშვნელოვანესი ლიდერი. რომელი პოლიტიკოსი არის მსოფლიოში, რომელიც ორ ქვეყანაში არის და რეგიონული მასშტაბით მის რეფორმებს ყველა იმეორებს, მისი სახელი ყველას ესმის. შეგიძლიათ, შეხვიდეთ ჩემს „ფეისბუქზე“ და ყველა, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, აღმოსავლეთ ევროპა დღემდე საუბრობენ ქართულ სასწაულზე.

თუ საჭიროა თავის გადადება ან თავის გაწირვა, ზვიად გამსახურდიამ გააკეთა ეს და მეც იგივე პასუხისმგებლობა მაქვს, არანაკლები, ვიდრე ზვიად გამსახურდიას. ჩვენ გვინდა, ვიცოცხლოთ, გავიმარჯვოთ და სხვაც ვაცოცხლოთ, სიღარიბე და უბედურება დავასრულოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.