„ოცნების“ შიდა კვლევა და „ჯენტლმენური მოსაზრებები“

  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შიდაპარტიული კვლევის შედეგების ნაწილს ასაჯაროებს. გამოკითხვა პარტიის დაკვეთით საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ჩაატარა.

კითხვაზე – თქვენი არჩევანის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია მიიღებს ყველაზე მეტ ადგილს საპარლამენტო არჩევნებში, ყველაზე მაღალი 65% “ქართულ ოცნებამ” მიიღო. სხვა პროცენტული მაჩვენებლები უცნობია, როგორც დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა პარტია სხვა პარტიების შედეგებს ” ჯენტლმენური მოსაზრებებიდან გამომდინარე” არ აქვეყნებს.

კითხვაზე – თქვენი აზრით, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე, ვინ უფრო მოახერხებს არსებული პრობლემების რეალურად მოგვარებას, 41% პასუხობს, რომ ამას მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შესძლებს.

კითხვაზე – არჩევნებამდე დარჩენილ დროში რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენი არჩევანი შეიცვალოს? 11 % თვლის, რომ სრულიად შესაძლებელია, 19 % ამას შესაძლებელად მიიჩნევს 16% ისთვის ეს მეტ-ნაკლებად შესაძლებელია შეუძლებელია 34% სრულიად შეუძლებელია 14% კითხვაზე პასუხი არ იცის 4% უარი პასუხზე გამოკითხულთა 2% თქვა.

კითხვაზე – აპირებთ თუ არა მონაწილეობის მიღებას საპარლამენტო არჩევნებში, შედეგეი ასე გადანაწილდა დიახ -84 % არა 8% ჯერ არ გადამიწყვეტია 7% უარი პასუხზე 1%

შეკითხვაზე – უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა დიახ 70% უფრო კი, ვიდრე არა 9% უფრო არა, ვიდრე კი 3% არა 15% არ ვიცი 2 უარი პასუხზე 0% უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს – ნატოში გაწევრიანებას ? დიახ -64% უფრო კი, ვიდრე არა 9% უფრო არა, ვიდრე კი 4% არა 19% არ ვიცი 3% უარი პასუხზე 0%

პარტიის ცნობით კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.

 

კომენტარის დატოვება