გიჟივით გამოვვარდი, შემეშინდა – ყუმბარა ეჭირა ხელში – „საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების დეტალებზე თვითმხილველი საუბრობს

ყვარელში, „საქართველოს ბანკის” ფილიალში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც შენობა რამდენიმე დატოვა, დეტალებზე საუბრობს.

„გიჟივით გამოვვარდი, შემეშინდა. ხნიერი ქალიც გამოვარდა. ყველა თანამშრომელი შიგნით იყო, მენეჯერიც შიგნით იყო. ყუმბარა ეჭირა ხელში და თითი ჰქონდა გაყოფილი შიგნით,” – ამბობს თვითმხილველი.

ყვარელში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ მძევლად აყვანილი 15 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.