შსს-ს განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში „საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა.

მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით.

„ყველა მძევალი თავისუფალია, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე იმყოფებიან სხვადასახვა დანაყოფის წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით. შეიარაღებასთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პირი ნამდვილად შეიარაღებულია. იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებითაც. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება“, – განაცხადა ყვარელში ჟურნალისტებთან საუბრისას, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა.