ალუდა ღუდუშაური – ნიკანორ მელია პოლიტიკურ რუკაზე არ ჩანს, მის რეიტინგს პულსი არ ესინჯება

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათ შორის ნიკანორ მელია არიან დესტრუქციულები, არათანმიმდევრულები. მათ სიტყვას არანაირი ფასი და ღირებულება არ აქვს. კარგად დავინახეთ, როგორი სიტყვის კაცია ნიკანორ მელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, ნიკა მელიას განცხედების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას სიტყვას ღირებულება არ გააჩნია.

„მელია იმასაც იძახდა, რომ ვერ დააკავებდნენ, კანონი ვერ აღსრულდებოდა, შემდეგ გირაოს გადახდაზე გახსოვთ მათი პოზიციები, პარლამენტში შემოვლაზე, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე, არანაირი ღირებულება მათ სიტყვას არ გააჩნია, მათი სიტყვის ფასი არის ნოლი. ნიკანორ მელიას ეს განცხადებაც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა. ნიკანორ მელია ამჯერადაც დასთანხდება. მანამდე იყო მისი მხრიდან კატეგორიული განცხადებები, რომ საერთოდ ამნისტიას არ იღებდა, ახლა რაღაც ფორმები არ მოსწონს. ნიკანორ მელია არანაირად არ არის ის სუბიექტი და ის ფიგურა, რომლის გამოც რაიმე დოკუმენტი უნდა შეიქმნას და მით უმეტეს რაიმე ჩანაწერი უნდა გაკეთდეს. მას არც პოლიტიკური ღირებულება, არც სიტყვის ფასი არ გააჩნია, ის პოლიტიკურ რუკაზე არ ჩანს და რადარები არ აფიქსირებენ პოლიტიკურად. პულსი არ ესინჯება მის რეიტინგს. რაც პოლიტიკური რეიტინგი ჰქონდა, ისიც კი გაუნულა მისმა მბრძანებელმა სააკაშვილმა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამნისტიაზე თანახმა არ არის