,,ნაციონალურმა მოძრაობამ” აჩუქა ,,ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირება – ალეკო ელისაშვილი

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” აჩუქა ,,ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირება – ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა ,,ნაციონალური მოძრაობს” შარლ მიშელის დოკუმენტი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

,,ნაციონალურ მოძრაობას” ხელი რომ მოეწერა ,,ქართული ოცნება” დოკუმენტის ანულირებას ვერ გაბედავდა. სრულმასშტაბიანი რომ ყოფილიყო ხელმოწერები დღეს ის დოკუმენტი ცოცხალი იქნებოდა. კიდევ კარგი, რომ საარჩევნო რეფორმა მაინც გადავარჩინეთ და გავიტანეთ. ამ უპასუხისმგებლობაში ,,ნაციონალური მოძრაობა” დაეხმარა ოცნებას. გამოვიდნენ ახლა და იძახიან, რომ თურმე ეს დოკუმენტია ჩვენი ევროპული გზის გზამკვლევი. ჩვენ რომ მოვაწერეთ მაშინ მოღალატეები ვიყავით. ეს არის ის სიჩურჩუტე რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.