შალვა პაპუაშვილი – ნიკა მელია უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს, იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს

თუ არ სურს მელიას, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტია, არ გავრცელდება, თუმცა, ნებისმიერ დროს შეუძლია ეს უარი უკან წაიღოს და ხშირად გვახსოვს, რომ თავის სიტყვა მათ გადაუთქვამთ ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ამნისტიის კანონზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუკი უარის შედეგად, მელიას ამნისტია არ შეეხება, საქმეზე სამართალწარმოება გაგრძელდება.

“შეთანხმების მიზანი იყო დეპოლარიზაცია, რადიკალიზაციის შემცირება და თანხმობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა პარლამენტში. ამნისტიის მიზანი იყო ფურცლის გადაშლა 20 ივლისთან დაკავშირებით, თანხმობა და დეპოლარიზაცია. დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას რადიკალიზაციისთვის იყენებს. ამნისტიის მიზანი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, რომ ყოფილიყო ერთგვარი პატიების აქტი, შესაბამისად, საჭიროა ყველამ ეს გაიაზროს, ნიკა მელია ამას როგორც ჩანს არ იაზრებს და ამბობს უარს. უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.