ესებუას ამბავი არის შსს-ს ძალიან დიდი სამარცხვინო ლაქა – ეს ამბავი არ არის საღლიცინო – ალეკო ელისაშვილი

ესებუას ამბავი არის შსს-ს ძალიან დიდი სამარცხვინო ლაქა – ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სირცხვილი იყო ისიც, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ აკავებდნენ ავსტრალიელი ქალის მკვლელს.

,,ეს ამბავი არ არის საღლიცინო. ესებუა არის დასაკავებელი. არ შეიძლება ერთ ციდა ქვეყანაში ვიღაცა შევარდეს ბანკში, გადაიკიდოს ნახევარი მილიონი და დადიოდეს მერე, სადაც დადის დასასვენებლად თუ ტყე-ტყე. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სირცხვილი. სირცხვილი იყო ისიც, რომ ავსტრალიელი ქალის მკვლელს ვერ აკავებდნენ და საკმაოდ დიდხანს გაიწელა ეს ამბავი, მაგრამ მაინც კარგია რომ დააკავეს ეს ადამიანი. მართლაც,  წარმომიდგენია რამხელა შრომა დასჭირდათ ამისთვის, რადგან მკვლელობის ადგილას არაა კამერები. თუმცა, ესებუას ამბავი არის შსს-ს ძალიან დიდი სამარცხვინო ლაქა,” –  აღნიშნავს ელისაშვილი.