დაკავებული არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე- ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანი უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა – ვახტანგ გომელაური ყვარელში მომხდარი თავდასხმის ამბავზე

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანი უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის.

,,დაკავებული არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს. მათ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა ეს ამბავი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა” – განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ყვარელში ,,საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.