არეულობისთვის არ ვემზადებით, ოპოზიციის ამოცანაა, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები – ზაალ უდუმაშვილი

ოპოზიცია არეულობისთვის არ ვემზადებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, დავტოვოთ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ქვემოთ და შემდეგ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

პარტიულ რეიტინგებზე საუბრისას კი უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვთ შანსი, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის ხმათა 43 პროცენტი აიღოს.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის თავისი მდგომარეობა. ისინიც ატარებენ სწორ კვლევებს, ოღონდ არ აქვეყნებენ და ძალიან კარგად იციან, რომ 43 პროცენტი კი არა, 40 პროცენტზე გაცილებით დაბლა იქნებიან. შესაბამისად, შანსი არ აქვთ, რომ 43 პროცენტს მიაღწიონ. ამიტომ, ახლა რიტორიკა აქვთ შეცვლილი, ტრადიციული მესიჯბოქსები დაიწყო, რომ თითქოს ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება. ოპოზიცია არეულობისთვის არ ვემზადებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, დავტოვოთ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ქვემოთ და შემდეგ ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.