მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნა გადაწყვიტა

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნა გადაწყვიტა.

„შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გააგზავნოს”, – წერს მარინა კალიურანდი Twitter-ზე.