„ქართული ოცნების“ კვლევით, ადგილობრივ არჩევნებში „ოცნებას“ 48.6%, „ნაცმოძრაობას“ – 27.1%, „საქართველოსთვის“ 5.8% უჭერს მხარს

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 48,6%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 27.1%-ით, მესამეზე კი, პარტია „საქართველოსთვის“ 5.8%. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა,

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ თბილისელს, ქართულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ მასშტაბური პროექტებით და ყველა რაიონისა თუ უბნის დონეზე გაკეთებული საქმეებით.

კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას – „ქართული ოცნება“ 48.6%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27.1%, „საქართველოსთვის“ – 5.8%, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3.4%, „მოქალაქეები“- 2.6% , „პატრიოტთა ალიანსი“ – 2.4%, „მესამე ძალა“ – 2.3%, „ლელო“ – 2.3%, „ლეიბორისტული პარტია“ – 1.2%, გირჩი 1.1%, „ევროპული საქართველო“- 1.1% და სხვა პარტიები – 2.1%“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კვლევის საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა და 2 975 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 3%-ია.