დედაქალაქის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტს განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით პროექტს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“.

ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ  ბიუჯეტში გადიფარება ის მუხლები, რომლებიც წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” მხრიდან ერთჯერადად ამომრჩევლის გულის მოგებისთვის ,,გაიფლანგა”.

-„არჩევნები დამთავრდა და მორიგი საბიუჯეტო ცვლილებებია:
1. 5 800 000 ლარით ამცირებენ კომუნალური ვაუჩერის დაფინანსებას – ეს ნიშნავს, რომ 70 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ყველაზე ღარიბი 35 000-მდე ოჯახი, ნაცვლად დაპირებული თვეში 106 ლარისა, მიიღებენ თვეში დააახლოებით 30 (!) ლარს.
2. 660 000 ლარით მცირდება ავარიული შენობების გამაგრება (მინიმუმ 2-3 შენობა მაინც გამაგრდებოდა).
3. 1 417 700 ლარით მცირდება ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა – წლის პირველ 9 თვეში ბიზნესის სტიმულირების კუთხით ნარმანიამ მხოლოდ 7 700 (!) ლარი დახარჯა – ასეთი პრიორიტეტულია მათთვის სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება.

სამაგიეროდ გადიფარება ის მუხლები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ..ქართული ოცნების” მხრიდან ერთჯერადად ამომრჩევლის გულის მოგებისთვის ,,გაიფლანგა”.

P.S. 2017 წლის ბიუჯეტიც დიდი ალბათობით მთლიანად ,,ქართული ოცნების” სააარჩევნო მიზნებს იქნება მორგებული. ამიტომაც ამ ყველაფერს ნარმანიას გააკეთებინებენ და უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის შემდეგ ,,დაასვენებენ”. ალბათ მაინც კარგ ამბად ჩაითვლება მისი გაშვება“.

საკრებულომ 25 ნოემბრამდე უნდა განიხილოს ეს ფინანსური დოკუმენტი და დაუბრუნოს მერიას.

კომენტარის დატოვება