მივიჩნევ, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გარეშე ნატო დანაკარგებს განიცდის, ხოლო ევროკავშირი – დასუსტდება. ამის შესახებ  მან YES Brainstorming-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დღეს, უკრანინა ნატოსთვის მზად არის.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვჭირდებით ნატო-ს. ჩვენ გვგონია, რომ უკრაინის გარეშე მტკიცე ევროკავშირი არ იქნება. მე ამის შესახებ ღიად ვამბობ. მიმაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ნატო დანაკარგს განიცდის, მიმაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ევროკავშირი თანდათან შესუსტდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია აშშ-ის იმედი გვქონდეს, რადგან დღეს ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობა კარგ დონეზე გვაქვს. დიახ, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის პირდაპირი პოზიცია არ მიგვიღია, თუმცა მივიჩნევ, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.