ვულოცავ „ქართულ ოცნებას” ამ დიად გამარჯვებას, როგორც იქნა მიუღწევიათ მიზნისთვის და 48% აუღიათ – იაგო ხვიჩია

„ვულოცავ „ქართულ ოცნებას” ამ დიად გამარჯვებას, როგორც იქნა მიუღწევიათ მიზნისთვის და 48% აუღიათ. ყოჩაღ და ვულოცავ. კარგია, რომ შენი კოლეგა პოლიტიკოსები ასეთ წარმატებას აღწევენ და არჩევნებამდე უკვე 48%-ს იღებენ,”- ასე ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” წარმომადგენელი იაგო ხვიჩია.

“ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენი შედეგი გამოვასწოროთ და პროცენტი გავზარდოთ. გუშინ Edison Research-ის კვლევის შედეგები დაიდო. შეიძლება არც ეს არის სანდო. წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ცდება და ბევრი პრობლემა შეიძლება ამ კვლევის დროსაც იყოს, მაგრამ რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გავაკეთო “ქართული ოცნების” კვლევაზე, რომელიც გასული წლის არჩევნების შედეგებს იმეორებს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.