ბათუმში 9 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს

ბათუმში 9 წლის გოგომ სუიციდი სცადა. მეზობელი, რომელსაც ოჯახი მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს, დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი მოზარდს შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა.

დაკავებულის ოჯახი ბრალდებას უარყოფს.

მოზარდის დედა დაკავებულის ოჯახის სხვა წევრების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს. ამბობს, რომ მის შვილებზე ტერორი მეზობლის მხრიდან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.