კალაძემ მთელ პოლიტიკურ სპექტრს ,,გაგვიჩალიჩა”, რომ ერთი კვირა ვილაპარაკოთ შარდის სიწმინდეზე – იაგო ხვიჩია

კალაძემ მთელ პოლიტიკუტლ სპექტრს ,,გაგვიჩალიჩა”, რომ ერთი კვირა ვილაპარაკოთ შარდის სიწმინდეზე – ამის შესახებ ,,გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება პოლიტიკოსის ავკარგიანობა იმაზე იყოს დამოკიდებული თუ შარდში რა მოლეკულა აღმოაჩნდება.

,,მე პირადად ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი. არ შეიძლება პოლიტიკოსის ავკარგიანობა და ზოგადად ასეთი ტიპის პროფესიების ავკარგიანობა იმაზე იყოს დამოკიდებული თუ შარდში ვის რა მოლეკულა აღმოაჩნდება. რომელ პროფესიაზეც არ უნდა იყოს საუბარი შარდებით სირბილი არის აბსურდი.

მთავარი პრობლემა მდგომარეობს არა ამ ქმედებაში, არამედ იმ მოტივაციაში, რომელიც ასეთი ქმედების საფუძვლად დევს. ამ ქვეყანაში მაკომპრომატირებელია ის, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ვიღაცამ მოწია. ხომ არ შეიძლება მაკომპრომატირებელი იყოს ის, რომ კამპანიის დროს ვიღაცამ დალია მეგობართან ერთად?! სანამ აქამდე არ მივალთ, სულ იქნება იაფფასიანი ბრძოლა ერთმანეთთან,” – განაცხადა ხვიჩიამ.