ამირან გამყრელიძე განცხადებით, სტუდენტების დაახლოებით 9.5%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს – ასევე, დაბალია აცრის მაჩვენებელიც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი არის სტუდენტებში, რისთვიისაც იგი სტუდენტებს ვაქცინაციისთვის აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 000-მდე სტუდენტია საქართველოში, აქედან ორჯერადად აცრილთა საშუალო მაჩვენებელი არის 17%, რაც დაბალია. მოვუწოდებ სტუდენტებს, თუ გვინდა, რომ დასწრებული სწავლება იყოს, იაქტიურონ და მივცეთ მაგალითი. სტუდენტების 9.5-მდე%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს.

ამავე დროს, სტუდენტებში დაახლოებით 9.5 პროცენტს ინფექცია აქვს გადატანილი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.