სანდრო რაქვიაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი არ სჯერათ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, არ მგონია, მის დაპირებას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს

„გირჩის”  ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩასვლის თაობაზე განცხადება წინასაარჩევნო პიარია.

მას არ სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.

„არ მგონია, რომ თაკო ჩარკვიანის მოძრაობა სერიოზული იყოს. მალე დავინახავთ, რომ სააკაშვილის განცხადება მორიგი ტყუილი იქნება. თაკო ჩარკვიანს სააკაშვილთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და დარწმუნებული ვარ, ეცოდინება, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი არ სჯერათ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. არ მგონია, მის დაპირებას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა​​.