მეუფე ნიკოლოზი – მოსმენა არის არის უზნეობა, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ, ყველას უსმენენ, მათ შორის ჟურნალისტებსაც

ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მას უსმენდნენ.

მისივე თქმით, იგი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გააფრთხილა, რომ უსმენდნენ და ასევე, ყველას უსმენენ, მათ შორის ჟურნალისტებსაც

„პირადად არ ვიცი, მისმენენ თუ არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ, ყველას უსმენენ, მათ შორის ჟურნალისტებსაც, მე მოსმენაში პრობლემას ვერ ვხედვა, პრობლემა გასაჯაროვებაშია, თუ კანონით არ აქვთ მოსმენის უფლება, მაშინ ძალიან ცუდია, თუ მისმენენ.

ეს მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლებაშიც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს არის უზნეობა და უმსგავსობა, ყოვლად დაუშვებელი.

ერთხელ პატრიარქს მიუტანეს ტელეფონი და უთხრეს, რომ ის არ ისმინებოდა. პატრიარქმა უარი განაცხადა: რად მინდა ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინებაო. ეს ჰიპოტეტურია.

მე თუ ვინმე დამირეკავს, წინასწარ გავაფრთხილებ, რომ ტელეფონი ისმინება.

თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ ჩემი ანგარიში, შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთიდან ჩემს ანგარიშზე ფულის გადარიცხვა შეუძლებელია – განაცხადა „ტვ პირველის” ეთერში მეუფე ნიკოლოზმა.

ინტერნეტში გავრცელდა ფაილები, სადაც მეუფე მიტროპოლიტის სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაზეა საუბარი.