ნათია თურნავა – ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ ჩვენი თანადაფინანსებით

„ორი კვირაა, რაც გაფართოებული სახით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ამოქმედდა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი დრო, რომ ბიზნესაქტიურობა მთელი მასშტაბით აისახოს, მაგრამ სხვადასხვა ბანკებისგან მოგვდის მონაცემები, რომ უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია ახალი პროგრამით მხარდაჭერილი – აქედან 5 უკვე დამტკიცებულია, 6 კი განხილვაშია“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, საუბარია 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებულ იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი, ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ.

„ამ ეტაპისთვის მხარდაჭერილი პროექტების მიხედვით, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი, ბინის შეძენისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის სარგებლობენ იმ იპოთეკური სესხით, რომელსაც ახალი პროგრამის ფარგლებში გასცემენ ბანკები და ჩვენ სესხის პროცენტის სუბსიდირებას ვახორციელებთ“ – აღნიშნა მინისტრმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password