„ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას, ეს ანტისახელმწიფოებრივი საქმეა – ირაკლი კობახიძე

ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული პარტიების მხრიდან ეკლესიის დიკსრედიტაცია ანტისახელმწიფოებრივი საქმეა, რისთვისაც არჩევნებზე საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებენ.

„მე მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრიმინებელი რაღაცა გადაცემა, ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას. ანტისახელმწიფოებრივი საქმეა, როდესაც კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები ეწევიან ეკლესიის დისკრეტიდაციას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ამისთვის ისინი ამ არჩევნებზე საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვრცელდება სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლის მიერ  გამოქვეყნებული  ფაილები, რომელიც პირდაპირ საპატრიარქოს და რიგი სასულიერო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მღვდელმთავარს საყვარელი ჰყავდა, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა.