დაჭრა მუსიკალურ ჟანრებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო – რატომ დაჭრეს სადგურის მოედანზე 3 არასრულწლოვანი

დაპირისპირება მუსიკალურ ჟანრებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო სამი არასრულწლოვნის დაჭრით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სადგურის მოედანზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი, მუსიკალურ ჟანრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

„დავინახე დასისხლიანებული ბავშვები. სამივე ბავშვს სისხლი ჰქონდა ხელებზე, მაგრამ მაგათი იყო თუ იმ ბიჭის, რომელსაც მუცელში შეარჭვეს სპიცი, თუ რაღაც, არ ვიცი,”- ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.