საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 717 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 507 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 210 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 221 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 585 036-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.44%.

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 990 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 548 951.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 287 პირი ემსხვერპლა.