გახარია არის მშიშარა კაცი და სიმართლის თქმის ეშინია, ეშინია იმ სტრუქტურების, რომელსაც ხელმძღვანელობდა – მამუკა ხაზარაძე

ნუ გადაგვაყოლა თავის ანალიზს და თუ იმის ეშინია, რომ გაუყალბებენ, მისი შექმნილია ის გაყალბებაც, – ასე ეხმაურება პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა და ტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

მისი განცხადებით, გახარია არის თვალთმაქცი ადამიანი.

„გახარია არის მშიშარა კაცი და სიმართლის თქმის ეშინია, ეშინია იმ სტრუქტურების, რომელსაც ხელმძღვანელობდა. გახარიამ ვითომ ახლა აღმოაჩინა, რომ ქვეყანა ჭაობშია. ეს არის თვალთმაქცი ადამიანი, რომელიც თურმე დღეს გაემიჯნა სისტემის ნაწილს, რომელსაც იგი აშენებდა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. კეთილი ინებოს და იმ სტრუქტურაში აიღოს ანალიზი, ნუ გადაგვაყოლა თავის ანალიზს და თუ იმის ეშინია, რომ გაუყალბებენ, მისი შექმნილია ის გაყალბებაც”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.