მსგავს სისულელეებზე სამართლებრივი დავის დაწყება არასწორია – საპატრიარქოს იურისტი ე.წ. სუს-ის ჩანაწერებზე

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში სასულიერო პირების შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებზე სამართლებრივი დავის დაწყება არ მოხდება.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

„მიზანმიმართულად და შეგნებულად ხდება ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაცია, ამიტომ ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ვურჩევ, რომ მაგარი უგუნურია.

მსგავს სისულელეებზე სამართლებრივი დავის დაწყება ყოველთვის არასწორია“, – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებთან.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლის მიერ,  რომელიც პირდაპირ საპატრიარქოს და რიგი სასულიერო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მღვდელმთავარს საყვარელი ჰყავდა, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა.