ახლო წრეში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა

ახლო წრეში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მის წრეში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, მან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციის რეჟიმი უნდა დაიცვას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.