შვილიშვილმა მომახარა, ბებო 100 ლარი მოიგეო – ლამარა აბჟანდაძე “აიცერი და მოიგეს” გამარჯვებულია

ლამარა აბჟანდაძემ “აიცერი და მოიგეს” ლატარიის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას თავად ლაბჟანდაძე Facebook-ზე ავრცელებს და საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პირადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დაჭირდა? მაგრამ იმ წამსვე მომახარა ბებო 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ ხიდაშელზე გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ ლამარა აბჟანდაძე…ყველას გირჩევთ, აიცრათ.

ხოლო ვინც აცრილები ხართ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა”,-წერს ლამარა აბჟანდაძე.

ცნობისთვის, 13 სექტემბრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის წასახალისებლად აცრილი მოქალაქეებისთვის ყოველდღიური ლატარია დაიწყო. “საქართველოს ეროვნული ლატარიის” განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან მომავალში აიცრება, ფულადი პრიზის მოგების შესაძლებლობას მიიღებს.