ლევან იოსელიანი – ჩანაწერებზე პირველ რიგში, გამოძიება უნდა დაიწყოს პროკურატურამ და ავთენტურობასთან დაკავშირებით პასუხი გასცეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და კითხვებს პასუხები გაეცეს.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კომისიის შექმნას პოლიტიკური პარტიების ნება სჭირდება.

„5 ივლისის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, მაგრამ დღემდე შექმნილი არ არის და ამის მიზეზია, რომ ოპოზიციაში ის დეპუტატები არ შეიკრიბნენ, ვინც საკითხს ბოლომდე მიიყვანდა, ეს არის პრობლემა. რაც მთავარია, კომისიის შექმნას მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რადგან მათი ხმების გარეშე ეს ვერ მოხდება. როცა კომისია საჭიროდ ჩათვლის, ყველა უნდა დაიბაროს, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილი“, – აცხადებს იოსელიანი.

დეპუტატის თქმით, ძალიან ცუდ ტრადიციად გადაიქცა, რომ არჩევნების წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების „გაჟონვა“ ხდება და ამას წერტილი უნდა დაესვას.

„მომხრე ვარ, პასუხისმგებელმა პირებმა კითხვებს უპასუხონ, რატომ ხდება გაჟონვა, ჩაწერა და ა.შ. ეს ჩანაწერები ეხება კონკრეტულ ადამიანებს, მათ ცხოვრებას, მათ ოჯახის წევრებს. იმისათვის, რომ რაღაც პოლიტიკური მიზანი იყოს მიღწეული, ეს ქმედებები ადამიანის პირად სივრცეს ანგრევს და ამას წერტილი უნდა დაესვას. პირველ რიგში, გამოძიება პროკურატურამ უნდა დაიწყოს და ავთენტურობას პასუხი გასცეს“, – დასძინა იოსელიანმა.

ცობისთვის, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password