,,ტვ პირველი”, ,,პერვი კანალი” ამ დღეების განმავლობაში აკეთებს უარესს, ვიდრე ,,მთავარი არხი” – მამუკა მდინარაძე

ტელეკომპანია ,,ტვ პირველი”, ,,პერვი კანალი” ამ დღეების განმავლობაში აკეთებს უარესს, ვიდრე ,,მთავარი არხი” – ამის შესახებ, ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანია გამიზნულად ამახინჯებს მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

,,ტვ პირველის” ჟურნალისტები ჩემს გუშინდელ კომენტარში მალავენ იმ ნახევარს, რომლის მიხედვითაც მე 2012 წლის შემდეგ სხვა ჩანაწერების არსებობის შესაძლებლობა არ გამოვრიცხე. გულწრფელად აღშფოთებული და მართალი ადამიანები ასე არ იქცევიან” – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში 12 სექტემბერს, გვიან, გამოჩნდა დოკუმენტები. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიებს გაეგზავნა სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.