სუს-ის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიაში დაუპირისპირდნენ

სუს-ის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიაში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონში არ შეუშვეს.

დაპირისპირების ვიდეო ბალდის მონასტრის მრევლის Facebook გვერდზე გავრცელდა.

“კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ” – ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მეუფე სტეფანეს. მათ მიტროპოლიტ​თან კითხვები გავრცელებულ სავარაუდო ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

თავის მხრივ, მეუფე სტეფანემ მღვდლებს კრიმინალები უწოდა, – “როგორ მოგექცეთ თქვენ, როგორც ბერებს, თუ კრიმინალებს”.