ირაკლი კობახიძე: მედიაში გავრცელებული ჩანაწერები ემსახურებოდა იმას, რომ გაეჩინათ განცდა, თითქოს ქვეყანაში არის უკანონო მოსმენები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიაში გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებსა და მოსალოდნელ სცენარზე განმარტება გააკეთა.

„სცენარი იყო ის, რომ მათ გაავრცელეს ტყუილ-მართალი გუშინდელი დღიდან, რომ შეექმნათ გარკვეული განცდა, რომ თითქოს ტარდება უკანონო მოსმენები ჩვენს ქვეყანაში. ამ ფონზე მათ უნდა გაევრცელებინათ ფარული ჩანაწერები, რომელიც ასახავდა კონკრეტული პირისა თუ პირების პირად ცხოვრებას. რის შესახებაც გამოჟონა გეგმამ „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან.

ეს იყო „მთავარი არხის“ ბოლშევიკი გენპროკურორის გეგმა, რასაც ნათელი მოეფინება სათანადო დროს. გარყვნილი ნიკა გვარამიას, გარყვნილი ნოდარ მელაძის, ინგა გრიგოლიას, დიანა ტრაპაიძის და ა.შ. გეგმა. ამ გარყვნილი, ბინძური ადამიანების გეგმა, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რეაქცია“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა. საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.