საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 829 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 866 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 515 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 587 551-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.32%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 829 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 551 780.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 347 პირი ემსხვერპლა.

სულ 6 ოქტომბრიდან – 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.