დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა – მარინა ენდელაძე

დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძე „ქრონიკას“ განუცხადა.

„ხვალინდელი მონაცემები უფრო მოგვცემს იმედს და ზუსტ ინფორმაციას, რა სიტუაციაა. მეხუთე ტალღა დაიწყო, თუ ეს იმ ტალღის გაგრძელებაა – ჯერჯერობით ეს პასუხგაუცემელი კითხვაა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 515 ადამიანს დაუდასტურდა