თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს – აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდგე მათ აშანტაჟებდნენ

აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდგე მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ჟურნალისტებთან საუბრისას.

“რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ნუ აძლევთ თქვენ კვალიფიკაცის დანაშაულს წინასაწარ. ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, რომ ყველა მხარეს ადამიანის უფლებები დავიცვათ. კვალიფიკაციას ნუ მივცემთ სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის ნიშნებს. ვინ ჩაიდინა დანაშაული ამას დაადგენს სასამართლო და ბრალდების მხარე ბრალს წაუყენებს. თუ თქვენ ახლა, ამის გამოყენება გნებავთ წინასწარ საარჩევნოდ და ეს გინდათ შეადაროთ გაუპატიურებული ხალხის ჩაწერას ეს არის რადიკალურად, არსებითად სხვადასხვა შემთხვევა”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მინისტრიის თქმით, სამართლებრივ ჭრილში დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.

“რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ამ რიტორიკის გამოყენებას, აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდგე მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული. თქვენ ნუ მისცემთ სამართლებრივ კვალიფიკაციას მოვლენებს, ამისთვის არსებობს კომპეტენტური უწყებები და ისინი მისცემენ ამას კვალიფიკაციას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.