სააკაშვილი არის ნარკომანი, მისი „ლაივჩართვები“ ამის დამადასტურებელია – იგი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, აქ ვერ ჩამოვა – ირაკლი ღარიბაშვილი

ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი – ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილის პოლიციისადმი მიმართვის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არის საინტერესო, რას იტყვის და ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი. ის დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და მისი „ლაივჩართვები“ ამის დამადასტურებელია. იმისდა მიხედვით რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს.

ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებებს თუ დააკვირდებით, ნებისმიერი დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ. არ არის საინტერესო, ეს არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და მორიგ ტყუილებს და პროპაგანდისტულ გზავნილებს ვის გაუგზავნის. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი. ის აქ ვერ ჩამოვა. თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.