შეგვიძლია, რუს ხალხს შევთავაზოთ მისაბაძი მაგალითი, რაც ნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის, განსაკუთრებით საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის უფრო ამბიციურ მხარდაჭერას – ანდრიუს კუბილიუსი 

შეგვიძლია, რუს ხალხს შევთავაზოთ მაგალითი, რომლის მიბაძვაც შეუძლიათ, ეს ნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო ამბიციურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ასოცირებული ტრიოს წვერი ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა დებატების დროს ევროპარლამენტში, რა დროსაც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების სტრატეგია განიხილებოდა.

„ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგია ეფუძნება სამ ძირითად ელემენტს: უკუგდება, შეკავება და თანამშრომლობა. პირველი – უკუგდება ნიშნავს წინააღმდეგობის გაწევას კრემლში დღევანდელი აგრესიული პოლიტიკისადმი როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკისადმი. მკაფიო არაღიარების პოლიტიკა ანექსირებული ყირიმის, სამხრეთ ოსეთის და დონბასის.

მეორე ელემენტი არის შეკავება და ის გულისხმობს კრემლის ჰიბრიდული ზეგავლენის შესაკავებლად გადასადგმელ ნაბიჯებს, რათა ევროკავშირი იყოს თავისუფალი რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეებისა და კორუფციული პრაქტიკისგან.

მესამე – თანამშრომლობა. თანამშრომლობა არა მხოლოდ კრემლთან, არამედ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებასთან. მოდი, შევთავაზოთ რუს ხალხს მკაფიო ხედვა, თუ როგორი ურთიერთბა გვსურს ევროკავშირსა და დემოკრატიულ რუსეთს შორის. მათ შორის უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირის და რუსეთის მოდერნიზებული პარტნიორობა და ა.შ. კიდევ შეგვიძლია, რუს ხალხს შევთავაზოთ შთაგონება და მაგალითი, რომლის მიბაძვაც შეუძლიათ. ეს ნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო ამბიციურ მხარდაჭერას, რათა ეს რეგიონი წარმატებული იყოს. განსაკუთრებით ასოცირებული ტრიოს წვერი ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის. მათი წარმატება, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის ინტეგრაციის უფრო ამბიციურ პოლიტიკაზე. ამას შეუძლია რეალური შთაგონება მისცეს რუს ხალხს, რათა მსგავსი დემოკრატიული განვითარების მაგალითს მიყვნენ“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

www.1tv.ge