სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპანტებმა ორი მოქალაქის დაკავება სცადეს. ერთი მათგანი გამოიქცა, მეორე კი, მწყემსი ზურა დოთიაშვილი დააკავეს.