დავარტყით იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინათ – ზურაბ ჯაფარიძე სუს-თან გამართულ აქცია-პერფორმანსზე

შკოდა ოქტავია, როგორც ხელისუფლების მმართველობის სიმბოლო – ასე ხსსნის “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სუს-თან დღევანდელ აქცია-პერფორმანსს.

ჯაფარიძის განმარტებით, ე.წ. მოდულის შენობასთან მათი კუთვნილი შკოდა სიმბოლურად დალეწეს ისე, როგორც მისვე თქმით, მალე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სუს-ი დაილეწება.

მაგ მანქანებით დადიან და მაგ მანქანებით უთვალთვალებენ ყველას. გააღიზიანათ იმან, რომ მთავარი ბრძოლის ობიექტი ჩვენთვის არის სუს-ი და მე ამის ახსნა მიწევს ხშირად, რომ ამ ქვეყანაში ყვწლაფერი ბუტაფორიაა, სინამდვილეში ყველაფრს და ყველას მართავს სუს-ი. 2 ოქტომბერს რომ არჩევნები მოდის, ამ არჩევნებს თავიდან ბოლომდე ატარებს სუსი. ცესკო უბრალოდ საბუთების შემვსებია” ამბობს ჯაფარიძე “დღის სტუმრის” ეთერში.

რაც შეეხება დაპირისპირებას პოლიციასთან და დაკავებებს, როგორც ჯაფარიძე ამბობს, პოლიციამ დღეს იძალადა

“ეს არის ყველაზე საშინელი მართვის ბერკეტი, ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი, ეგრე მართავდა საბჭოთა კავშირი, ეგრე მართავდა ფაშისტური გერმანია. მათ აღიზიანებთ ის, რომ მიზანი ავირჩიეთ სწორად. ვიცით, ვის ხელშია ძალაუფლება და დავარტყით იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინათ” ამბობს ჯაფარიძე.