ივანიშვილი არის გამოგზავნილი ეშმაკი, მოვიდა ვერცხლით საცდუნებლად, აცდუნა ერი, პოლიტიკოსები და მთელი რიგი მეუფეები – შალვა ნათელაშვილი

ივანიშვილი არის გამოგზავნილი ეშმაკი, მოვიდა ვერცხლით საცდუნებლად, აცდუნა ერი, პოლიტიკოსები და მთელი რიგი მეუფეები – ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ორ ოქტომბერს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილს გარდაუვლად ემუქრება პასუხისმგებლობა საბრალდებლო სკამის ჩათვლით.

,,ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქართული სახელმწიფო, როგორც ორგანიზაცია თავისი დამოუკიდებელი მასმედიით, სასამართლოთი, მრავალპარტიული პარლამენტით. თუ ეს ყველაფერი შეიქმნა და ეს პერსპექტივა გაცხადდა ორ ოქტომბერს, მაშინ მას გარდაუვლად ემუქრება პასუხისმგებლობა საბრალდებლო სკამის ჩათვლით და იმ მილიარდების მოტანის დაგვირგვინებით, რომელიც მან და მისმა ხროვამ წაიღეს. ამიტომ, ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ ჩამოშალოს სახელმწიფოებრივობა პირდაპირი გაგებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ,,ქართუ ბანკი” იყოს ქვეყნის მმართველი მისი სახით. არ უნდა რომ საპატრიარქო და ეკლესია იყოს ავტორიტეტული. ვაი, თუ ერთ დღეს გადაუტრიალდეს და მოგეხსენებათ, რომ საპატრიარქო ვისაც გადაუტრიალდა, ყველა დაემხო. მათ შორის შევარდნაძე და სააკაშვილი. ასე მოუნდა რომ ქართული სახელმწიფოს ჩამოშლას მიაყოლოს ის ინსტიტუტი, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა ვაკრიტიკებთ.

ივანიშვილი არის გამოგზავნილი ეშმაკი, მოვიდა ვერცხლით საცდუნებლად, აცდუნა ერი, პოლიტიკოსები და მთელი რიგი მეუფეები. ამის შემდეგ დაინტერესდა, რომ ამდენი ფული გადავუხადე ამათ და აბა თუ არიან ჩემ მიმართ ლოიალურებიო, ბრძანა გადამოწმება და მოსმენა,” – განაცხადა ნათელაშვილმა.